მიზანი:
კომპანიაში ხარისხის მართვის ეფექტური სისტემისა და სტანდარტების (ISO 9001:2015) დანერგვა, კონტროლი და მუდმივი გაუმჯობესება; შიდა აუდიტისა და პროცესების ანალიზის მეშვეობით მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები:
ხარისხის მართვა და სისტემების დანერგვა:
- ხარისხის მართვის სისტემის დოკუმენტების შექმნა და იმპლემენტაცია.
- ხარისხის კონტროლისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვა და მათი შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა.
- არსებული ISO 9001:2015 სტანდარტების შესაბამისი სისტემების კონტროლი და ცვლილებების შემთხვევაში დროული რეაგირება.
მონიტორინგი, აუდიტი და ანალიზი:
- სამუშაო პროცესების უწყვეტი ანალიზი, შეუსაბამობის აღმოჩენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
- შიდა აუდიტის ჩატარების უზრუნველყოფა, შედეგების განხილვა და შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენა დირექტორისთვის.
- ორგანიზაციის საქმიანობაში ცვლილებებისა და სიახლეების შეთავაზება, პროცედურების მართვა, განხილვა და დანერგვა.
კოორდინაცია და მენეჯმენტი:
- მენეჯმენტის სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და განხილვის შედეგად განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა/გატარება.
- ხარისხის მართვის ეფექტური ინსტრუმენტების შექმნა და პროცესების მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
კვალიფიკაცია/გამოცდილება და უნარები:
- უმაღლესი განათლება.
- ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
- ხარისხის მართვის სისტემის და შიდა აუდიტორის სერტიფიკატი.
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
- დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
- კოლეგიალობა და გუნდური მუშაობა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 9 AM - 6 PM, ორშაბათი-პარასკევი (5 დღე, 8-საათიანი სამუშაო დღე).
რას გთავაზობთ:
- ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ პროექტებზე მუშაობა.
- თანამშრომლური და მხარდამჭერი სამუშაო გარემო.
- პროფესიული ზრდისა შესაძლებლობა.