ჩვენ შესახებ
WBI-ში ინოვაცია ადამიანებით იწყება
WBI არის მზარდი საწარმოო/საინჟინრო კომპანია, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივ პროფესიონალებს, რათა მსოფლიოს წამყვანი ინდუსტრიებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტები და მოწინავე სამონტაჟო გადაწყვეტილებები შექმნას.
WBI უზრუნველყოფს პროფესიულ მექანიკურ, ელექტრო-ოპტიკურ მონტაჟსა და საწარმოო მომსახურებას, რომელიც რთულ საწარმოო პროცესებს სიზუსტით, საიმედოობითა და ხარისხის მაღალი სტანდარტებით აწარმოებს. ჩვენი გუნდი მუშაობს თანამედროვე აღჭურვილობისა და მოწინავე მეთოდოლოგიების გამოყენებით და მუდმივად ისწრაფვის პროფესიული სრულყოფისკენ.
კარიერა WBI-ში
ჩვენ ვეძებთ ნიჭიერ, მოტივირებულ და პასუხისმგებლიან ადამიანებს, რომლებსაც სურთ პროფესიული განვითარება დინამიკურ და საერთაშორისო გარემოში. WBI-ში დაგხვდება შესაძლებლობები სწავლისთვის, ახალი უნარების განვითარებისა და პროფესიული ზრდისთვის.
ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლები კომპანიის წარმატების მთავარი საფუძველია. სწორედ ამიტომ ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ფასდება:
გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
უწყვეტი სწავლა და განვითარება;
პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა;
სიზუსტე და ხარისხი;
ინიციატივა და ინოვაციური აზროვნება.
თუ გატაცებული ხართ ტექნოლოგიებით და ინოვაციით შემოგვიერთდით WBI-ის გუნდში და შექმენით შენი კარიერის შემდეგი ეტაპი ჩვენთან ერთად.
