ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო, საინგილოს 83
სრული განაკვეთი
Მიზანი:
ნახაზების, სამუშაო ინსტრუქციებისა და ხარისხის სტანდარტების მიხედვით ელექტრომექანიკური წყობების და ქვეწყობების აწყობა, უსაფრთხოების, პროდუქტიულობისა და ხარისხის უზრუნველყოფით.
ძირითადი მოვალეობები:
საამწყობო ოპერაციები:
- შეასრულოს სხვადასხვა კომპონენტების და ნაწილების აწყობა საკონსტრუქტორო დოკუმენტაციისა და ინსტრუქციების შესაბამისად.
- უზრუნველყოს, რომ ყველა აწყობილი ერთეული შეესაბამებოდეს ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს.
- იმუშაოს სიზუსტით, ხელის ინსტრუმენტებით, ელექტრო ხელსაწყოებითა და სპეციალიზებული აღჭურვილობით.
ხარისხის კონტროლი:
- შეამოწმოს აწყობილი პროდუქტები დეტალურად, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი შეესაბამებიან ყველა სპეციფიკაციას და მოთხოვნას.
- აღმოფხვრას ნებისმიერი დეფექტი ან შეუსაბამობა აწყობის პროცესში.
- ითანამშრომლოს ხარისხის კონტროლის გუნდთან, რათა უზრუნველყოს აწყობის პროცესების უწყვეტი გაუმჯობესება.
დოკუმენტაცია და ანგარიშგება:
- ზუსტად შეავსოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის ჩანაწერები, შემოწმების ანგარიშები.
- დროულად აცნობოს მენეჯერს ნებისმიერი საკითხი, შეფერხება ან მასალების დეფიციტი.
- დაიცვას ყველა უსაფრთხოების პროტოკოლი და გაიდლაინი, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო და ორგანიზებული სამუშაო გარემო.
- მონაწილეობა მიიღოს რეგულარულ უსაფრთხოების ტრენინგებში და დაიცვას საუკეთესო პრაქტიკა მასალებისა და აღჭურვილობის მართვაში.
კვალიფიკაცია/გამოცდილება და უნარები
- სასურველია გამოცდილება სხვადასხვა მექანიკურ აწყობაში.
- საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის სქემებისა და აწყობის ინსტრუქციების წაკითხვისა და ინტერპრეტაციის უნარი.
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- ხელის და ელექტრო ხელსაწყოების საბაზისო ცოდნა.
- კარგი კომუნიკაციის უნარები და გუნდის წევრად მუშაობის უნარი.
- საშუალო სკოლის დიპლომი ან ეკვივალენტი; დამატებითი ტექნიკური ტრენინგი ან სერთიფიკატები უპირატესობად ჩაითვლება.
სამუშაო პირობები:
- წარმოების გარემოში მუშაობა, რაც შეიძლება მოიცავდეს მანქანების და წარმოების ხმაურის ზემოქმედებას.
- Სამუშაო გრაფიკი: 9 AM - 6 PM, ორშაბათი-პარასკევი
- Ანაზღაურება 1200 ლარი, net, 3 თვე. 1350 ლარი, 3-6 თვე, 1500 ლარი, 6 თვის შემდეგ.
რას გთავაზობთ:
- ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ პროექტებზე მუშაობა.
- თანამშრომლური და მხარდამჭერი სამუშაო გარემო.
- პროფესიული ზრდისა და უნარების განვითარების შესაძლებლობები.